ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ლორიენს უმასპინძლა.
მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ამ შეხვედრაში ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელია არ შემოუყვანია.
როგორც მედიაში დაიწერა, ესპანელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ხვიჩას დასვენების მიზნით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით შეხვედრაში პსჟ მიუნხენის ბაიერნს ალიანზ არენაზე ესტუმრება.