1 დღის და 16 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ლუის ენრიკემ კვარაცხელიასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო!

"ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩამდე პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს და შაბათს, ჩვენი დროით 19:00 საათზე, "ლორიანს" უმასპინძლებს. 

როგორც იწერება, შემადგენლობა გადახალისებული იქნება და ხვიჩა კვარაცხელიაც დაისვენებს.

ლუის ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ს 6 ქულით ლიდერობს და წინ 4 მატჩი აქვს, ჩემპიონობის ამბავი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

პარიზელებს ტრავმის გამო მეკარე შევალიე, ჰაკიმი და ნჯანტუ აკლიათ, დისკვალიფიკაციის მიზეზით კი ზაბარნი და რამოში. როტაციის მხრივ, ეს პრობლემაა.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: მარინი - ზაირ-ემერი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი - დრო, ლი, რუისი - მბაიე, მაიულუ, ბარკოლა.

ენრიკემ ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელაის დასვენება გადაწყვიტა, რადგან 6 მაისს გუნდს ბაიერნთან განმეორებითი მატჩი ელის.

Facebook კომენტარები