"ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩამდე პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს და შაბათს, ჩვენი დროით 19:00 საათზე, "ლორიანს" უმასპინძლებს.
როგორც იწერება, შემადგენლობა გადახალისებული იქნება და ხვიჩა კვარაცხელიაც დაისვენებს.
ლუის ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ს 6 ქულით ლიდერობს და წინ 4 მატჩი აქვს, ჩემპიონობის ამბავი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.
პარიზელებს ტრავმის გამო მეკარე შევალიე, ჰაკიმი და ნჯანტუ აკლიათ, დისკვალიფიკაციის მიზეზით კი ზაბარნი და რამოში. როტაციის მხრივ, ეს პრობლემაა.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: მარინი - ზაირ-ემერი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი - დრო, ლი, რუისი - მბაიე, მაიულუ, ბარკოლა.