1 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ინფორმაციამ გამოჟონა! - რა მოხდა პსჟ-ს გასახდელში ბაიერნის დამარცხების შემდეგ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკე გასახდელში დიდხანს არ დარჩენილა.

როგორც ირკვევა, პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მხოლოდ მოკლედ მიულოცა შედეგი, რის შემდეგაც გასახდელი მალევე დატოვა.

ესპანელი სპეციალისტი ტრადიციულად ემოციებს არ აჰყვა და, როგორც ხშირად აკეთებს, მატჩის დეტალური ანალიზი და განხილვა მომდევნო დღისთვის გადადო.

ენრიკეს ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს მის პროფესიონალიზმს — დიდი გამარჯვებების შემდეგაც კი იგი ცდილობს გუნდი კონცენტრირებული დატოვოს და ყურადღება მომდევნო გამოწვევებზე გადაიტანოს.

Facebook კომენტარები