2 საათის და 25 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნთან მატჩის შემდეგ პსჟ-ს ხელმძღვანელობისგან პრემია მიიღო!

ფრანგული გამოცემა L'equipe პარი სენ-ჟერმენის ახალი საბონუსე სისტემის შესახებ წერს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელები, რომლებიც საგოლე გადაცემისწინა პასს შეასრულებენ, დამატებით ფინანსურ ბონუსს მიიღებენ.

როგორც გამოცემა წერს, ეს სისტემა ეხმარება მოთამაშეებს, უკეთგაიაზრონ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ტაქტიკური მეთოდები – ამგვარი გადაცემების ანალიზი გუნდის შეტევითი კომბინაციების ლოგიკას ხსნის.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნთან მატჩში უსმან დემბელეს მეორე გოლის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ პრე-ასისტი მიითვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ფულად პრემიას მიიღებს.

Facebook კომენტარები