ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 5:4 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, უსმან დემბელემ ინტერვიუში საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ფრანგ შემტევს ჰკითხეს, თუ რატომ დარბოდა პრესაინგზე ამდენს:
"თუ მეტოქეს არ დააპრესინგებ და არ ირბენ, ლუის ენრიკე სკამზე დაგსვამს".