ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, ფეხბურთელის მომავლის შესახებ ისაუბრა და ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა.
„ხვიჩა პსჟ-დან წასვლაზე არ ფიქრობს. ის ბედნიერია პარიზში, სადაც ძალიან აფასებენ და პატივს სცემენ.
"რატომ უნდა იფიქროს სხვაგან წასვლაზე, როცა გუნდთან ერთად ტიტულებს იგებს და ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია?“
"თუ პსჟ აღარ ისურვებს თანამშრომლობის გაგრძელებას, მაშინ სხვა ვარიანტებს განვიხილავთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება", - თქვა ფეხბურთელის მამამ.