14 საათის და წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ეს ცუდი ამბავია - უსიამოვნო სიახლე პსჟ-სთვის ბაიერნთან დიდი მატჩის წინ

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ანჟერს ესტუმრა.

მატჩი პარიზელების დომინაციით წარიმართა - სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით 0:3 დაამარცხეს.

ფრანგულ მედიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ დაიწერა, რომ პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, აშრაფ ჰაკიმიმ სტადიონი დისკომფორტით დატოვა.

იმედია მოროკოელი 28 აპრილს მიუნხენის ბაიერნთან თამაშს შეძლებს.

Facebook კომენტარები