14 საათის და 45 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილი ხდება, თუ რატომ არ ითამაშა დღეს კვარაცხელიამ

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ანჟერს ესტუმრა.

მატჩი პარიზელების დომინაციით წარიმართა - სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით 0:3 დაამარცხეს.

ამ მატჩში ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელია არ შემოუყვანია.

როგორც მედიაში დაიწერა, ესპანელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ხვიჩას დასვენების მიზნით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში პსჟ მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.

Facebook კომენტარები