4 საათის და 26 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სუპერვარსკვლავი კვარას გუნდელი ხდება! - პსჟ დიდ ფულს ამზადებს

უცხოურ მედიაში პარი სენ-ჟერმენის ახალი სატრანსფერო მიზნის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც იწერება, პარიზელები არსენალის ცენტრალური მცველის, უილიამ სალიბას დამატებას ეცდებიან.

პრესის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის შესაძენად პსჟ 100 მილიონ ევროს ამზადებს.

კლუბში ფიქრობენ, რომ პირადი კონტრაქტის დეტალები პრობლემა არ იქნება, აქ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არსენალია, რომელიც სალიბას გაყიდვას არ განიხილავს.

Facebook კომენტარები