13 საათის და 5 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“ხვიჩა მეომარია, რომელიც მოედანზე ამას აკეთებს...” - ლუის ენრიკე

ლუის ენრიკემ ანჟერთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"თქვენ კვარაცხელიათი ხართ დაინტერესებული, მაგრამ ის ბრაზილიელი არ არის (ჟურნალისტი ბრაზილიელია)! 

"ის განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. ჩვენ ვიცოდით მისი შესაძლებლობების შესახებ, ის მეომარია, ბურთთან ერთად პოზიტიურ მუხტს გადმოსცემს. 

"როდესაც ასეთი ტიპის მოთამაშე გყავს, ეს ძალიან პოზიტიურია", - ამბობს ენრიკე.

ანჟერთან ლიგა 1-ის მატჩში პსჟ 25 აპრილს ითამაშებს, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები