ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ნანტი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი მატჩი ჩაატარა.
ქართველმა თავი კარგი თამაშითა და 2 გატანილი ბურთით გამოიჩინა.
მატჩის შემდეგ კვარამ კომენტარი გააკეთა:
"არ ვფიქრობ რომ პსჟ-ს პენალტების შემსრულებელი მე ვარ. ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.
ჩვენი მიზანი მეორე ტაიმში იყო ის, რომ კარი მშრალად შეგვენახა და მეტი გოლი გაგვეტანა".