სეზონის მეორე ნახევარში ხვიჩა კვარაცხელია დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს.
სტარტზე პსჟ-ს ქართველ შემტევს ჰყავდა კრიტიკოსები, თუმცა ახლა ყველა მათგანი დადუმებულია.
ხვიჩა პარიზული გუნდის ლიდერი რომაა, ამას ყველა ამჩნევს.
აპრილის თვეში ქართველს 4 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.
მთლიან სეზონში კი კვარას სტატისტიკა ასეთია:
- 48 მატჩი;
- 19 გოლი;
- 9 საგოლე პასი;