როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის გასულ ტურში პარი სენ-ჟერმენი ლიონთა დამარცხდა.
ამ მატჩში პარიზელთა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, ვიტინია დაზიანდა.
ეს პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, თანაც იმის ფონზე, რომ გუნდს 28 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი აქვს სათამაშო.
როგორც მედიაში ირკვევა, კლუბში ფიქრობენ, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი ბაიერნთან პირველი მატჩისთვის მზად იქნება.
მანამდე კი ვიტინიამ რეაბილიტაციის პროცესი უნდა გაიაროს.