ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ლიონს დაუპირისპირდა.
სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით 1:2 დაამარცხეს.
ამ მატჩში ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.
ქართველი მატჩში 59-ე წუთზე ჩაერთო და თავი 93-ე წუთზე გოლით გამოიჩინა.
გამოცემა Sofascore-მა ხვიჩას 8,3 ქულა დაუწერა, რაც პსჟ-ს რიგებში საუკეთესოა, მთლიან მოედანზე კი მეორე საუკეთესო შედეგია.