4 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - რატომ არ დაიწყო კვარამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ლიონს დაუპირისპირდა.

სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით 1:2 დაამარცხეს.

ამ მატჩში ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.

როგორც მედიაში დაიწერა, ესპანელი სპეციალისტი ხვიჩას დასვენებას გეგმავს, რადგან პსჟ-ს რთული კალენდარი აქვს, თანაც ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი უფრო და უფრო ახლოვდება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მატჩში 59-ე წუთზე ჩაერთო და თავი 93-ე წუთზე გოლით გამოიჩინა.

Facebook კომენტარები