14 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარაცხელია უბრალოდ არ ჩანდა" - საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ხვიჩა გააკრიტიკა

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში ლივერპულმა პსჟ-ს უმასპინძლა.

შეხვედრა პარიზელთა სასარგებლოდ, 0:2 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში კი მათ მეტოქე 4:0 დაამარცხეს.

მატჩს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ პეტი გამოეხმაურა:

“პსჟ-ის თამაშმა ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. თუკი პირველ ტაიმში ლივერპულს კარგად უმკლავდებოდა, მეორეში დავინახე გუნდი, რომელიც კრახის წინაშე იდგა. ის საფონოვისა და მარკინიოსის წყალობით გადარჩა, რომლებმაც, ჩემი აზრით, ბრწყინვალედ ითამაშეს.

პსჟ-ის თამაშმა ამანერვიულა. მეორე ტაიმში, 25 წუთის განმავლობაში, პსჟ-ს ვერ ვხედავდი. ვერ ვხედავდი ვიტინიას, ვერ ვხედავდი ნახევარმცველებს, კვარაცხელიას… ყველანი სადღაც გაქრნენ და 25 წუთის განმავლობაში არ ჩანდნენ. მუდმივად კარგავდნენ ბურთს, ვერაფერს აკეთებდნენ. ასეთ განსაცდელში ჩავარდნილი პსჟ აქამდე არასდროს მინახავს”, - თქვა ფრანგმა.

Facebook კომენტარები