4 საათის და 31 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პარი სენ-ჟერმენის ლეგენდებმა კვარაცხელია აქეს და ადიდეს

პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ფეხბურთელებმა, ხავიერ პასტორემ და ჟერემი მენეზმა ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს.

პასტორე:

"ის ძალიან ძლიერი და სწრაფია, ბურთს კი დაუჯერებლად ურტყამს. ვგავართ თუ არა ერთმანეთს? ვფიქრობ, ჩვენ განსხვავებული სათამაშო სტილი გვაქვს, მაგრამ მისნაირი ფეხბურთელების ყურება ძალიან მსიამოვნებს.“

მენეზი:

"როდესაც მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ძალიან არაპროგნოზირებადია. ისიც მართალია, რომ მის ფეხბურთში გარკვეულწილად საკუთარ თავსაც ვხედავ. სისწრაფის, ტექნიკისა და თამაშის მანერის გამო - ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი.“

Facebook კომენტარები