უეფას ოფიციალურმა გვერდმა პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ საკუთარ საიტზე ტურის გამორჩეული მომენტების ვიდეო და შეფასება გამოაქვეყნა.
რა თქმა უნდა, მათ გამოარჩიეს ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ლივერპულის კარში:
"ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალური გოლი, რომელიც ლივერპულს გაუტანა, პლეიოფის ეტაპზე მისთვის მეხუთე, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში - მერვე გახლდათ. თუმცა, იყო კი ეს მისი საუკეთესო გოლი?
შეტევაში გაიქცა, დაცვა გაარღვია, რათა ჟოაუ ნევეშის ბრწყინვალე გამჭოლ პასს დახვედროდა, ბურთი მიიღო და საჯარიმო მოედანში სწრაფად შევიდა. რაიან გრავენბერხმა ბურთის წართმევა სცადა, მაგრამ კვარაცხელია მას გაუმკლავდა, წინ გამოსულ გიორგი მამარდაშვილს გასცდა და იერიში მშვიდად დააგვირგვინა.
კვარაცხელიამ ჩელსის როგორც სახლში, ისე სტუმრად გაუტანა. მანამდე მონაკოსთან ჰქონდა გატანილი და შედეგად, პლეიოფის ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გამოიჩინა თავი, რაც პარი სენ-ჟერმენის არც ერთ სხვა ფეხბურთელს გაუკეთებია“, - წერს უეფას ოფიციალური საიტი.