7 საათის და 41 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მთავარია ენფილდზე ასე მოვიქცეთ" - კვარამ ლივერპულთან განმეორებით მატჩზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენმა სახლში ლივერპული ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა გამორჩეულად ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გიორგი მამარდაშვილს გაუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო.

ქართველმა ვინგერმა განმეორებითი მატჩის შესახებ თქვა:

"მე და ჩემმა გუნდელებმა ვიცით, თუ რა რთულია ენფილდზე და იმ ატმოსფეროში თამაში, რომელსაც აქამდე არაერთი დიდი გუნდი დაუმარცხებია. მაგრამ ჩვენ გუნდურად უდა ვითამაშოთ და მინდორზე ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ".

აქვე მოგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებით მატჩი 14 აპრილს გაიმართება.

Facebook კომენტარები