ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მატჩის შემდეგ კომენტარი წითლების ფეხბურთელმა ჯერემი ფრინპონგმა გააკეთა.
ნიდერლანდელმა გარემარბმა ხვიჩას წინააღმდეგ თამაშზეც ისაუბრა:
"პსჟ-ს ყველაზე სწრაფი შემტევეი ჰყავს, ვინც კი ოდესმე მინახავს - მათ შეუძლიათ ზონებს შორის დრიბლინგი. ვიცოდი, რომ კვარას მოტყუება შეეძლო, მაგრამ ასეთს არ ველოდი. გულწრფელად, ძალიან ბევრი ვირბინე, ფეხები ძალიან მტკივა. ეს ჩემი ყველაზე რთული მატჩი იყო ლივერპულში".