დღეს, 21 მარტს ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ნიცას ესტუმრება.
ცნობილი გამოცემა, LeParisien ამ მატჩთან დაკავშირებით პარიზელების სავარადუო სასტარტო შემადგენლობას ავრცელებს:
მეკარე: საფონოვი
მცველები: ზაირ-ემერი, ზაბარნი, ბერალდო, მენდეში;
ნახევარმცველები: მაიული, ვიტინია, ლი;
შემტევები: დუე, რამოში, კვარაცხელია.
როგორც იწერება, დღეს კვარა თავის საყვარელი მარცხენა ფლანგიდან შეუტევს.
ცნობისთვის, მატჩი 23:59 საათზე დაიწყება.