8 საათის და 32 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პარი სენ-ჟერმენში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს - გაყიდიან თუ არა ხვიჩას არსენალში

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "პსჟ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მიღებულ ნებისმიერ შეთავაზებას დაბლოკავს.

როგორც ცნობილია, პარიზულ გრანდში ქართველი ვარსკვლავის გაყიდვა საერთოდ არ განიხილება. 

კლუბის ხელმძღვანელობა კვარაცხელიას გუნდის ერთ-ერთ მთავარ პროექტად მიიჩნევს და მასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია.

წყაროს ცნობით, პსჟ-ს მიზანია, რომ ქართველი ვინგერი მომდევნო სეზონებშიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყოს და ამიტომ კლუბი არცერთ წინადადებას არ მოუსმენს, მიუხედავად იმისა თუ რომელი გუნდი დაინტერესდება მის ტრანსფერით.

ამ ინფორმაციას სატრანსფერო ბაზრის ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

Facebook კომენტარები