„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა შეაფასა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
"გოლებს იმპულსი და თავდაჯერებულობა მოაქვს. კვარაცხელიამ მე-4 გოლის ეპიზოდში ფანტასტიკურად შეასრულა, ამ დარტყმას მსოფლიოში ვერცერთი მეკარე ვერ მოიგერიებდა. სწორედ ასეთ დროს უნდა გახსოვდეს, რომ ეს დაპირისპირება ორმატჩიანია, მაგრამ სიმშვიდე დავკარგეთ და მე-5 გოლმა ყველაფერი ძალიან გაართულა.
არის თუ არა პსჟ-ში რაღაც ისეთი, რასაც პრემიერლიგაში ვერ ვხედავთ? პრემიერლიგაში ყოველ კვირა არ ეთამაშები ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც კვარაცხელია, დუე, დემბელე და ბარკოლაა. ეს საოცარი გუნდია, ევროპის ჩემპიონები არიან... სწორედ ამიტომ ვარ იმედგაცრუებული, რადგან მესამე გოლამდე ჩვენი თამაში ძალიან კარგი იყო.'“, – განაცხადა როსენიორმა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 მარტს ლონდონში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.