7 საათის და 12 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარას განსხვავებული როლი - რას გეგმავს ენრიკე დღეს

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში პარის სენ-ჟერმენის ჩელსის უმასპინძლებს.

ფრანგულ მედიაში ვარაუდობენ, რომ ამ მატჩისთვის, ლუი ენრიკეს სპეციალური გეგმვა აქვს.

ესპანელი სპეცალისტი ხვიჩა კვარაცხელიას, ბრედლი ბარკოლას, უსმან დემბელესა და დეზირე დუეს დაყენება ერთდროულად ფიქრობს.

სავარაუდოა, რომ დუე ნახევარდაცვაში იქნება, შუაში დემბელე, კვარა და ბარკოლა კი ფლანგებს რამდენჯერმე გაცვლიან.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 23:55 საათზე აიღებს სტარტს.

Facebook კომენტარები