ლიგა 1-ის 23-ე ტურში ისტორია დაიწერა.
როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ-ჟერმენმა მეცი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ჩვენთვის ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოედაზნე 4 ქართველის ხილვის შესაძლებლობა გვქონდა.
სასტარტო შემადგენლობიდან თამაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა დაიწყო, გიორგი აბუაშვილი, გიორგი ქვილითაია და ხვიჩა კვარაცხელია კი მატჩში ცვლილებებიდან ჩაერთნენ.
ქართველებისთვის ამ ისტორიულ დღეს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი ამ პოსტით გამოეხმაურა:
