3 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა! - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია მეცის წინააღმდეგ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „მეცთან“ მატჩისთვის მზადაა.

ქართველმა შემტევმა 20 თებევრვალს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ლიგა 1-ის მომდევნო ტურში მისი თამაში ეჭვქვეშ არ დგას, მიუხედავად იმისა, რომ „მონაკოსთან“ შეხვედრის შემდეგ ფრანგული მედია შესაძლო ტრავმაზე წერდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 30 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასია.

პსჟ-სა და „მეცის“ მატჩი 21 თებერვალს გაიმართება. მოგეხსენებათ, „მეცში“ გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია და გიორგი აბუაშვილი თამაშობენ. ასე რომ, შეიძლება ამ შეხვედრაში ერთბაშად ოთხმა ქართველმა ითამაშოს.

Facebook კომენტარები