ლა ლიგის 24-ე ტურში "ვილიარეალი" "ლევანტეს დაუპირისპირდა და მეტოქე გიორგი მიქაუტაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში ჟორჟმა SofaScore-სგან 7.8 შეფასება დაიმსახურა.
საგულისხმოა ისიც, რომ ჟორჟის ამ პერფორმანსს ესპანეთში "ვილიარეალის" ფანებიც გამოეხმაურნენ.
"გუნდის ნადმვილი ლიდერი. დღიდან დღემდე ამტკიცებს, რომ კლუბში ნომერ პირველია.
"ბოლო ორი მატჩია, მარტო ჟორჟი თამაშობს და მას ზოგჯერ სკამზე სვამენ.
"არ შეიძლება ჟორჟის სკამზე დასმა, რამდენჯერ დაამტკიცა, რომ ის გუნდს ლიდერობს.
"იმედია, ამიერიდან მიქაუტაძეს სულ სასტარტოში ვიხილავთ. წინაზე ძირითადში არ იყო და წავაგეთ", - წერენ "ვილიარეალის" ფანები.