ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი რესნ ესტუმრა და ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 60 წუთი გაატარა.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა Sofascore-მა ქართველს 7,2 ქულა დაუწერა, რაც პსჟ-ს რიგებში მესამე საუკეთესო შედეგი იყო.
მიუხედავად ამისა, პარიზელი ფანები კვარათი კმაყოფილები არ იყვნენ:
"ხვიჩა საერთოდ მოედანზე იყო? მისი თამაში არ მომეწონა"
"წელს კვარა ძალიან არასტაბილურია"
"მგონია, რომ ხვიჩა ლიგა 1-ში ხანდახან თავს ზოგავს"
"დღეს პირადად მე კვარა საერთოდ ვერ ვიცანი, არ გავდა საკუთარ თავს"