13 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარასი მაინც სჯეროდა - რა თანხა მოიგო ქართველმა ქომაგმა ხვიჩას გოლით

ლიგა 1-ის 21-ე ტურში "პსჟ" "მარსელს" დაუპირისპირდა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც ვიხილეთ.

ქართველი ნიუკასლთან მიღებული ტრავმის შემდეგ მოსალოდნელზე ბევრად ადრე დაბრუნდა და თანაც დიდებული თამაშით.

ხვიჩამ შემოსვლიდან 4 წუთში გოლი გაიტანა და საერთო ჯამში შეფასება 7,5 ქულა მიიღო.

ერთ-ერთმა ქართველმა ქომაგმა ამ მატჩზე ხვიჩას გოლსა და სხვადასხვა პოზიციებზე 100 ლარი განათავსა და ჯამურად 5000 ლარი მოიგო.

Facebook კომენტარები