1 დღის და 23 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარა დიდი ხნით არ იქნება? არაა პრობლემა" - პსჟ-ში შემცვლელი იპოვნეს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენისა და ნიუკასლის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ ანტონი ელანგასთან შეჯახების დროს კოჭის არეში დაზიანება მიიღო.

ქართველმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მინდორი კოჭლობით დატოვა.

მედიაში ვარაუდობენ, რომ ეს ტრავმა სერიოზული იქნება.

პარიზელი ქომაგები, რა თქმა უნდა, კვარას ტრავმით შეწუხებულები არიან, თუმცა ზოგიერთი მის შემცვლელზე წერს.

ისინი ბარსელონადან ახლად გაფორმებულ 18 წლის დრო ფერნანდესს გულისხმობენ, რომელსაც ხვიჩას პოზიციის შევსებაც შეუძლია.

ფანები წერენ, რომ კვარას არ ყოფნაში ახალგაზრდა ესპანელს ძირითადში თამაშის საშუალება უნდა მიეცეს.

Facebook კომენტარები