28 იანვარს 23:55 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველი ფაზის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენი ნიუკასლს უმასპინძლებს.
უეფას ოფიციალურმა გვერდმა მატჩამდე გუნდების სავარაუდო შემადგენლობები დაასახელა.
პსჟ:
შევალიე - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, დემბელე, დუე, ბარკოლა.
ნიუკასლი:
პოუპი - ტრიპიე, ბოტმანი, ჩაო, ჰოლი, მაილი, ტონალი, რემზი, ბარნსი, გორდონი, ვოლტემადე.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია წინა ტურში ლისაბონის სპორტინგთანაც სკამზე იყო, მოედანზე გამოსვლიდან 13 წუთში კი მან პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა.