1 დღის და 14 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ეს სასიამოვნო არ იქნება - კვარას ფრანგულმა მედიამ ახალი მეტსახელი შეარქვა

მიუხედავად კარგი თამაშებისა, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ნაკლებად შედეგიანია.

ხვიჩას ლიგა 1-ის 16 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი აქვს, ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში კი 3 გოლი და 2 ასისტი.

საფრანგეთის ჩემპიონატში ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, რაზეც მედიაში წერენ:

"კვარა ხანდახან შიდა ჩემპიონატის მატჩებში უფერულია, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრებში სრულიად გარდაიქმნება ხოლმე და დომინირებს.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად თავისუფლად გრძნობს იგი თავს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის გაჟღერებისას, „სპორტინგთან“ მისი სკამზე ყოფნა გასაკვირი იყო. შესაძლოა, ლუის ენრიკე მას იმას საყვედურობს, რომ პარასკევს, ლიგა 1-ის მატჩში, „ლილის“ მარჯვენა მცველს, ტიაგო სანტოსს სათანადო პრესინგი არ გაუწია. მე-7 ნომერი ამ სეზონში არასტაბილურობას დაუმეგობრდა“.

Facebook კომენტარები