15 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"სწორედ ამას ვაფასებთ ხვიჩაში" - რას წერენ პარიზელები ქართველ ფეხბურთელზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში "პსჟ" სტუმრად "ოსერს" დაუპირისპირდა და მეტოქე 0:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო და 6.9 შეფასება მიიღო.

გთავაზობთ პარიზელი ქომაგების გამოეხმაურებას მატჩის შემდეგ.

"დიახ, ხვიჩამ ამ 90 წუთის განმავლობაში დაამტკიცა, რომ კრიტიკოსებს ყოველთვის ადუმებს. 

"არც გოლი გაუტანია და არც ასისტი გაუკეთებია, მაგრამ კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"გოლი მომენტში საოცარი პასი გააკეთა ხვიჩამ დემბელეზე. ბარკოლამაც შემდეგ მარტივად გაიტანა.

"ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და მთელი გულით თამაშობს. ამას ვაფასებთ ხვიჩაში.

"გუნდის ლიდერია და როცა თავის თავზე თამაშს იღებს, ყოველთვის ხიფათს ქმნის", - წერენ პარიზელები.

Facebook კომენტარები