22 საათის და 12 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბოლო დროს ენრიკე კვარაცხელიათი უკმაყოფილოა - რა იწერება მედიაში

ფრანგულ მედიაში ლუის ენრიკესა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ამბები ვრცელდება.

როგორც იწერება, ბოლო დროს პსჟ-ს ესპანელი დამრიგებელი ხვიჩას თამაშით უკმაყოფილოა.

ქართველს უკვე 4 მატჩია საგოლე მოქმედება არ ჰქონია.

გარდა ამისა, ბოლოს ლილთან მატჩში ერთ-ერთ მომენტში ენრიკემ ხვიჩასადმი უკმაყოფილება ღიად გამოთქვა.

აღნიშნულ ეპიზოდში კვარა პრესინგზე ინერტულად თამაშობდა, რამაც ენრიკე წყობიდან გამოიყვანა.

ეს ყველაფერი აისახა ქართველის სათამაშო დროზეც. ბოლო მატჩებში ხვიჩამ მაქსიმუმ 60-65 წუთი ითამაშა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია და მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ყველაფერი კარგადაა.

Facebook კომენტარები