ნაპოლის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ჟურნალისტებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გეგმების შესახებ ჰკითხეს.
იტალიელმა სპეციალისტმა წინა წელი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა:
"იანვრის ბაზარი? ამ თემებს აღარ ვეხები. გასულ წელს ვთქვი - "მოდით, ზიანი არ მოვიტანოთ-მეთქი“ და კვარაცხელია გაუშვეს, ასე რომ, მგონი უიღბლობა მომაქვს.
ვისი საქმეც არის, მან მიხედოს ტრანსფერებს, ჩემი აზრი იციან. სიტუაცია ყველასთვის ნათელია - მე მწვრთნელი ვარ და მაქსიმუმი უნდა გამოვწურო იმ რესურსიდან, რაც მაქვს", - განაცხადა კონტემ.
ვისი საქმეც არის, მან მიხედოს ტრანსფერებს, ჩემი აზრი იციან. სიტუაცია ყველასთვის ნათელია - მე მწვრთნელი ვარ და მაქსიმუმი უნდა გამოვწურო იმ რესურსიდან, რაც მაქვს", - განაცხადა კონტემ.