1 დღის და 9 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დასახელდა მიზეზი! - რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ასე ადრე

როგორც მოგეხსენებათ, პსჟ პარიზთან საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში დამარცხდა - 0:1.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

თუმცა ლუის ენრიკემ ის 64-ე წუთზე უსმან დემბელეთი შეცვალა, რის შემდეგაც გუნდმა საკუთარ კარში გადამწყვეტი გოლიც მიიღო.

ქართველის შეცვლა ყველას ეუცნაურა, რადგან ის მართლაც კარგად თამაშობდა.

ფრანგულ მედიაში ვარაუდობენ, რომ ენრიკეს მისი ზედმეტი დატვრითვა არ სურდა, რადგან ხვიჩას ამ სეზონში ხშირად აწუხებს პატარა ტრავმები.

Facebook კომენტარები