21 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"თუ შეხვედრა გინდა, მომწერე" - მერაბ დვალიშვილის განცხადება

მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში საჯარო განცხადება გააკეთა.

"ახმედ, ორივემ ვიცით, რა მოხდა ჩვენი ინციდენტის შემდეგ, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავასრულეთ. მაგრამ ამის შემდეგ ვიდეო გავრცელდა და ორივემ ვხედავთ ამ ვიდეოში, რომ შენს ოჯახს ვიგინები. უბრალოდ მინდა ამის გამო ბოდიში მოვიხადო. 

"ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა. წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყავი, როცა მოვარდი, ხელი დამტაცე და სხვა ენაზე მიყვიროდი. 

"ეს უნდა დავასრულოთ. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. თუ შეხვედრა გინდა, პირდაპირ მომწერე", - ამბობს მერაბი.