2 საათის და 48 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - ნამდვილად გაატარებს თუ არა უსმანი 6 თვეს ციხეში

უსმან ნურმაგომედოვისთვის 6-თვიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ყურადღება სამომავლო სამართლებრივ პროცესებზე გადაავიდა. თუმცა, სულაც არ არის გარკვეული, რომ უსმანი ნამდვილად გაატარებს ციხეში 6 თვეს. წინ ორი ძირითადი შესაძლებლობაა: სააპელაციო პროცესი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აგს) მოსალოდნელი შეწყალებები.

პირველი — საქმეში შესაძლოა სააპელაციო პროცესი ჩაერთოს. უსმანს და მის ადვოკატებს შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და განაჩენის გადახედვა მოითხოვონ. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ძალაში დატოვოს პატიმრობა, ან შეცვალოს განაჩენი, გააუქმოს პატიმრობა და ის ჯარიმითა და ქვეყნიდან დეპორტაციის ბრძანებით ჩაანაცვლოს.

კიდევ ერთი შესაძლებლობაა პატიმართა შეწყალება, რომელიც შესაძლოა აგს-ის ეროვნული დღის (2 დეკემბერი) ფარგლებში გამოცხადდეს. ქვეყანა ყოველწლიურად, ეროვნული დღის აღსანიშნავად, პატიმრების დიდი რაოდენობით შეწყალებისა და გათავისუფლების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. (2024 წელს, ეროვნული დღის ფარგლებში, 2 269 პატიმრის გათავისუფლება ბრძანდა. 2025 წელს, ეიდ ალ-ადჰას (ყურბან-ბაირამის) დღესასწაულთან დაკავშირებით, 963 პატიმრის შეწყალება გამოცხადდა. 2015 წელს კი ეროვნული დღის მიზეზით 721 პატიმარი შეიწყალეს). უსმანიც შესაძლოა მოხვდეს მსგავსი შეწყალების ქვეშ და ადრეულად გათავისუფლდეს. თუმცა, ეს შეწყალება ავტომატური არ არის — თუ ვინ ისარგებლებს ამით, შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამასთანავე, პატიმრობისგან გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დეპორტაციის ბრძანებაც ავტომატურად მოიხსნება.

ყველაზე თვალშისაცემი სწორედ დეპორტაციის საკითხია. აგს-ის 2021 წლის №29/2021 ფედერალური კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ქვეყნიდან დეპორტირებულმა უცხოელებმა ქვეყანაში ხელახლა შესასვლელად შესაბამისი უწყებებისგან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ თუ უსმანს დეპორტაცია შეეხება, აგს-ში, მათ შორის დუბაებსა და აბუ-დაბიში დაბრუნება მისთვის მნიშვნელოვნად გართულდება. მეტიც, კანონმდებლობა არ აკონკრეტებს რაიმე კონკრეტულ ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც ეს შეზღუდვა ავტომატურად იხსნება.