ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავის, საბა ლაზიშვილის დედა ეთერ ლაზიშვილი შვილის წარმატებულ სადებიუტო გამოსხვლაზე საუბრობს.
"რუსთავი 2"- თან სატელეფონო ინტერვიუში, სპორტსმენის დედა შვილის ემოციურ დანაპირებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ შვილმა დედისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა.
"როდესაც გამოშვების საღამო ჰქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, აი იმ გამოშვების საღამოზე მოუვიდა ავარია. ისეთი ავარია, რომ აი გაოცებული იყვნენ ხალხი, რომ როგორ გადარჩა ეს ბიჭი ამ ავარიიდან. და იცი, ერთხელ რა მითხრა? დედა, იცოდეო… ახლაც მეტირება… დედა, იცოდე, ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ, შენ რომ შენი სახელი წავშალო, შენი ამაგი რომ წავშალო. არაფერს ისეთს არ გავაკეთებ, რომ შეგარცხვინოო. შემარცხვინა კი არა, ზეცაში ამიყვანა შვილმა. ასე რომ, გუშინ მადლობებს ვუხდიდი ამისთვის, რომ ასე მასახელე-მეთქი. აი ეს, აი ეს სიტყვები მისი მახსოვს და მართლაც შეასრულა მისი ეს სიტყვა.“ - აცხადებს ეთერ ლაზიშვილი.