მერაბ დვალიშვილის განცხადებით, UFC საბა ლაზიშვილთან კონტრაქტის გაფორმებით ინტერესდება, PFL-ისგან კი ქართველმა მებრძოლმა შეთავაზება უკვე მიიღო
"PFL დაგვიკავშირდა და საბას ბრძოლებისთვის კონტრაქტი შესთავაზა. მისი დამატება UFC-საც სურს. მათ აქვთ სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სპორტსმენებს განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევენ
სავარაუდოდ, UFC-ს ავირჩევთ. მიუხედავად იმისა, რომ საბას ჯერ ბრძოლა არ ჩაუტარებია, მას უკვე აქვს შესაძლებლობა, კარიერა UFC-სთან ერთად განავითაროს".