53 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რეკორდული რიცხვები - როგორი კონტრაქტი გააფორმა გეიჯიმ თეთრი სახლის ღონისძიების შემდეგ

ალი აბდელაზის ინფორმაციით, ჯასტინ გეიჯიმ UFC-ის თეთრ სახლში გამართული ისტორიული ღონისძიების შემდეგ 3.6 მილიონი დოლარის ღირებულების სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა.

ალიმ სოციალურ ქსელში დაწერა:

"ჯასტინ გეიჯისთვის 3.6 მილიონი დოლარის სპონსორული შეთანხმება გავაფორმეთ UFC 250-ის თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ.“

თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, გეიჯისთვის ეს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური სპონსორული შეთანხმება იქნება.


Facebook კომენტარები