როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში ლეგენდარული კონორ მაკგრეგორის დაბრუნებას ვიხილავთ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ.
ბრძოლის წინ ირლანდიელი მებრძოლი თავის მეტოქეს დაემუქრა.
"თავს აბსოლუტურად საოცრად ვგრძნობ. სამუშაო განსაკუთრებული იყო. არანაირი გადახვევა. ამ ბანაკშიც მშვიდად ვიყავით. ეს თავდაჯერებულობაა. თავდაჯერებულობა აკლია, თუ რაღაცების გაზიარება ან ეგოს ამაღლება გჭირდება. ეს არ გვჭირდება.
"მაქსისთვის საფრთხე ყველგან იქნება ოქტაგონში. ამ სპორტდარბაზში მის შესახებ კარგად ვიცით. არ მაინტერესებს გაუმჯობესდა თუ არა.
"არცერთ მოწინააღმდეგეს არ გადავაჭარბებ. ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვიქნები. თუ ეს გამოფიტვის ომია, იყოს", - ამბობს კონორი.