1 საათის და 7 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ილიას პირადად ვიცნობ და მასზე შემიძლია ეს ვთქვა.." - მასვიდალი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. 

"ილიას მწვრთნელი ან მენეჯერი რომ ვიყო, წელს საერთოდ არ ვაჩხუბებდი. დროს მივცემდი, რომ კონცენტრირებული ყოფილიყო, ენერგიით დამუხტულიყო და ძალები აღედგინა. 

"ვიცი, თოფურია რა კონკურენტუნარიანი და მებრძოლი ბიჭია. პირადად ვიცნობ და ვიცი, რომ ნამდვილი მეომარია.

"ყოველთვის მაინტერესებდა, მებრძოლები ასეთი ომების შემდეგ რა დონეზე ბრუნდებიან. ნებისმიერს შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს, მაგრამ მათ რეალურ ძალას მაშინ ვიგებთ, როდესაც ასეთი მძიმე პერიოდის შემდეგ მაგრად ბრუნდებიან. 

"ანდერსონ სილვას მოტეხილი ფეხი შეგვიძლია გავიხსენოთ — არის რაღაცები, რის მერეც ძველებურად ვეღარასდროს ბრუნდები, მაგრამ ილია ყველასგან განსხვავდება. ვფიქრობ, თუკი არსებობს ვინმე, ვისაც შეუძლია დაბრუნდეს და ჩემპიონის ტიტულისთვის ისევ იბრძოლოს, ეს სწორედ ილიაა", - თქვა მასვიდალმა.

Facebook კომენტარები