4 საათის და 13 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დიდი ამბავია - ცნობილია, როდის იჩხუბებენ მესამედ მერაბი და პიოტრ იანი

პიოტრ იანის მენეჯერმა, საიატ აბდრახმანოვმა რუსი მებრძოლის მომავალზე ისაუბრა.

მისი თქმით, იანი ოქტაგონზე დაბრუნებას შემოდგომაზე შეძლებს.

"პიოტრ იანს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ესეც დაგეგმილი ქირურგიული ჩარევა გახლდათ. რეაბილიტაციის ვადებზე თუ ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოდგომისთვის მზად იქნება. შემოდგომაზე შეიძლება, მომდევნო ორთაბრძოლა გამართოს“.

შეგახსენებთ, რომ დანა უაითის თქმით, იანსა და მერაბ დვალიშვილის შორის პირდაპირ რემატჩი შედგება.

შესაბამისად ამ ტრილოგიას შემოდგომისთვის უნდა ველოდოთ, სადაც მერაბი საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს!

Facebook კომენტარები