5 საათის და 11 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ვეღარ დაბრუნდება..." - პედიმ ილიას კბილი მწარედ გაჰკრა

პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაზე ისაუბრა:

"ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ჩხუბამდე ვთქვი, რომ გეიჯი მოიგებდა. ხალხს ეგონა, ამას იმიტომ ვამბობდი, რომ ჯასტინმა მე დამამარცხა. ამან თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. ამან და იმ ფაქტმა, რომ ილია მეზიზღება, გეიჯი კი მომწონს. საუნაში ყოფნისას ერთ-ერთ ბიჭს ვუთხარი, რომ გეიჯი და განი გაიმარჯვებდნენ. მან ფსონი განათავსა და დიდი ფული მოიგო.

ჯასტინს სასტიკ და მძიმე ჩხუბებში ბრძოლის გამოცდილება აქვს, ილიას კი მსგავსი რამ არასდროს გამოუვლია. მას ორთაბრძოლის ბედი არასდროს შემოუტრიალებია. თოფურია ყოველთვის ჩაქუჩი იყო, ლურსმანი არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომ, გეიჯისთან ჩხუბის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ უფრო ძლიერი და უკეთესი დავბრუნდებოდი. არ მგონია, ილია თოფურია იგივე მებრძოლი დაბრუნდეს.

არ მგონია, ილია ოდესმე ისეთივე დაბრუნდეს, როგორიც იყო. მისი მთელი მანტრა, მთელი მისი მენტალიტეტი იმაზეა აგებული, რომ დაუმარცხებელია და სჯერა, რომ მასთან მოგება არავის შეუძლია. სწორედ ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ მას დავამარცხებდი და დღესაც მჯერა, რომ ამას შევძლებ. უზომოდ ბედნიერი ვიქნები, მისი დაბრუნების შემდეგ პირველი მე თუ ვიქნები. ილია არაფრისგან არასდროს დაბრუნებულა, მე კი უმძიმესი გამოწვევები გადამილახავს.

როგორ უნდა მოემზადო ლურსმანობისთვის და როგორ უნდა დაბრუნდე ამისგან? ვერავინ მოგამზადებს, ვერავინ დაგეხმარება და სწორედ ამიტომ მგონია, რომ ვერ დაბრუნდება. ახლა ვნახავთ, რა კაცია და რას წარმოადგენს. წარსულში წამიგია და დავბრუნებულვარ, ილიას კარიერაში ეს არასდროს მომხდარა. სარკეში როცა ჩაიხედება, საკუთარ თავს ეტყვის: „მაგრად მცემეს და ახლა მაღალ დონეზე უნდა დავბრუნდე“ არ მგონია, მას ამისთვის საჭირო კოხონესი (კვერცხები) ჰქონდეს“.

Facebook კომენტარები