მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას მარცხის შემდეგ იმ ფანებს მიმართა, ვინც "ელ მატადორს" ბრძოლის გაყიდვასა და სხვადასხვა ამბებში ადანაშაულებდა.
"როდესაც უაზრობებზე ლაპარაკობ, შენ არ აფასებ ყველა მებრძოლის თავდადებასა და შრომისმოყვარეობას სპორტის მიმართ.
"მოგების და წაგების მიუხედავად, ყველანი მეომრები ვართ და პატივისცემას ვიმსახურებთ. ვინც არ იციან, ისინი ლაპარაკობენ, მოდით და ეს სახეში მითხარით", - წერს მერაბი.
