UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ მის მომავალ ბრძოლაში დამზღვევად არმან ცარუკიანი იქნება დანიშნული.
„ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. მე აუცილებლად შევალ ოქტაგონში, რაც არ უნდა მოხდეს… შედეგი ყველასთვის ერთი იქნება.“
"ის ყოველთვის დამზღვევი მებრძოლია (იცინის)", - თქვა თოფურიამ.
ქართველი ჩემპიონი ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ თავდაჯერებას და იმას, რომ მისი მთავარი ფოკუსი მხოლოდ ბრძოლაზეა და არა ოპონენტის ცვლილებაზე.
შეგახსენებთ, რომ "ელ მატადორს" შემდეგი ბრძოლა 15 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ელის, სადაც მისი მეტოქე ლეგენდარული ჯასტინ გეიჯი იქნება.