1 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია, რატომ დაიწყო არმან ცარუკიანმა მეტოქის ცემა

28 თებერვალს, არიზონაში გამართულ ტურნირზე RAF 06 (Real American Freestyle), ცარუკიანმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ამერიკელი ჯორჯიო პულასი ანგარიშით 5:3 დაამარცხა.

თუმცა, საფინალო სასტვენის შემდეგ, არმანი მეტოქეს მოულოდნელად თავს დაესხა და პარტერში მუშტებით ნოკაუტში ჩააგდო.

ამ ფაქტს ორივე სპორტსმენის გუნდის წევრებსა და პერსონალს შორის მასობრივი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომლის განსამუხტადაც დაცვის ჩარევა გახდა საჭირო.

როგორც მედიაში იწერება, ჩხუბის მიზეზი სომეხი მებრძოლის გუნდის უპატივცემულო შეძახილები იყო.

ისინი პულასზე ყვიროდნენ:

"ეს რა არის, რა სტილია, ამ სულელს მეც კი დავანოკაუტებ"

Facebook კომენტარები