UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ცნობილი სტრიმერის, ედინ როსის სტუმარი იყო.
ქართველმა ჩემპიონმა UFC-ში გამართული მეორე ბრძოლა გაიხსენა და აქამდე უცნობი ისტორია გაასაჯაროვა.
"UFC-ში მეორე ბრძოლა დეიმონ ჯექსონის წინააღმდეგ გავმართე. ჩხუბამდე რამდენიმე კვირით ადრე ბარძაყის უკანა კუნთი სერიოზულად დავიზიანე, გაწყვეტილი მქონდა.
"ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ვიჯექი და ასე ვვარჯიშობდი, რადგან ვერ დავრბოდი და ფეხზე დგომაც მიჭირდა.
"ოქტაგონში ტრავმირებული შევედი და ვიცოდი, რომ მეტოქე პირველ რაუნდში უნდა დამეფინიშებინა., რათა კომფორტულად ვყოფილიყავი. საბედნიეროდ, სწორედ ასე მოხდა", - თქვა თოფურიამ.